რომას მცელი : 'კვარაცხელია? გეტყვით თუ როგორ უნდა შეაჩეროთ იგი' » სპორტის ხაზი

რომას მცელი : 'კვარაცხელია? გეტყვით თუ როგორ უნდა შეაჩეროთ იგი'

რომას მცელი : 'კვარაცხელია? გეტყვით თუ როგორ უნდა შეაჩეროთ იგი'
1-02-2023, 14:18
Aa Aa
გაზიარება:

რომას მცველმა, ჯანლუკა მანჩინიმ DAZN - თან მიცემულ ინტერვიუში ნაპოლიზე ისაუბრა. პარტენოპეისთან ერთად ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და მისი შეჩერების გზები იყო.

"როგორ შევაჩეროთ კვარაცხელია? ამის გაკეთება გუნდური მუშაობით და კონცენტრაციის ბოლომდე შენარჩუნებით არის შესაძლებელი. მის წინააღმდეგ არასდროს უნდა დანებდე.

რაც შეეხება ნაპოლის, გუნდს შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს და მათთან აუცილებელია საფინალო სასტვენამდე თამაშში დარჩე."


შეგახსენებთ, რომ გუშინ ნაპოლი რომას დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გოლების გატანა ვიქტორ ოსიმენმა, ელ შაარავიმ და ჯოვანი სიმეონემ მოახერხეს. აღსანიშნავია ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში პირველი გოლის დროს, როდესაც ქართველმა ულამაზესი საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ცნობისთვის, ნაპოლის გუშინდელი გამარჯვების შემდეგ 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. გუნდი მეორე ადგილზე მყოფ ინტერს 13 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი