"ხვიჩას თამაშის ყურებით ფეხბურთის ფანები სიამოვნებას იღებენ" | ვალტერ საბატინი » სპორტის ხაზი

"ხვიჩას თამაშის ყურებით ფეხბურთის ფანები სიამოვნებას იღებენ" | ვალტერ საბატინი

"ხვიჩას თამაშის ყურებით ფეხბურთის ფანები სიამოვნებას იღებენ" | ვალტერ საბატინი
29-01-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის დღევანდელი მეტოქის, რომას ყოფილმა ფეხბურთელმა, ვალტერ საბატინმა ხვიჩა კვარაცხელიასა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა:

"ნაპოლი? - მათი გზა ყველა გაგებით ტრიუმფალურია, ამ გუნდის თამაშის განმსაზღვრელად სხვა სიტყვა არ გამოდგება. შედეგების, კარგი თამაშის რაოდენობისა და ხარისხის გათვალისწინებით, ისინი საოცრად გამოიყურებიან. ხვიჩა კვარაცხელია და პაულო დიბალა ფეხბურთის ხალისს წარმოადგენენ მაშინაც კი, თუ მათ არ გულშემატკივრობ. უყურებდე ქართველის თამაშს, ეს აუცილებლად გაგართობს და ყველა ფეხბურთის მოყვარული ასეა."

"დიბალას ჩაშლილი ტრანსფერი ნაპოლიში? - ხანდახან კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი გადაწყვეტილების მიღებაც უწევს, ამ შემთხვევაში კი ეკონომიკური ფაქტორიც დიდ როლს თამაშობდა. ის მართლაც თავისუფალი აგენტი იყო, თუმცა დიდ ხელფასს ითხოვდა, ნაპოლის გეგმებში კი დიდი ფულის გაღება არ შედიოდა, მათ სტრატეგიულად იმოქმედეს."
- ვალტერ საბატინი.

შეგახსენებთ, რომ დერბი დელ სოლე ჩვენი დროით 23:45-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი