VIDEO: პორტუგალიის გრან პრი - სამი ქართველი პირველივე წრეში დამარცხდა, ბაზიერაშვილი და ინანეიშვილი მომდევნო ეტაპზე არიან » სპორტის ხაზი

VIDEO: პორტუგალიის გრან პრი - სამი ქართველი პირველივე წრეში დამარცხდა, ბაზიერაშვილი და ინანეიშვილი მომდევნო ეტაპზე არიან

VIDEO: პორტუგალიის გრან პრი - სამი ქართველი პირველივე წრეში დამარცხდა, ბაზიერაშვილი და ინანეიშვილი მომდევნო ეტაპზე არიან
29-01-2023, 14:51
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე ასპარეზობას განაგრძობს. დღეს ტურნირზე პირველი მედლების მოპოვებას ექვსი მათგანი შეეცდება.

მესამე საჭიდაო დღეს შეჯიბრებაზე საქართველოს ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე – 100 კგ), ლევან მატიაშვილი და საბა ინანეიშვილი (ორივე +100 კგ) წარადგენენ.

პირველ რაუნდში ქართველი სპორტსმენები ნამდვილად არ იყვნენ დამაჯერებლები - მათიაშვილმა, ხარაზიშვილმა და ჭრიკიშვილმა პირველივე რაუნდში წააგეს. მძიმე სამი მარცხის შემდეგ, დამატებით დროში ვაზარით იმარჯვა ერეკლე ბაზიერიშვილმა. ბაზიერიშვილის შემდეგ საქართველოს სახელით პირველ რაუნდში კიდევ ერთი გამარჯვება საბა ინანეიშვილმა მოიპოვა, რომელმაც მეტოქე ვაზარით დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი