ხავი: “დემბელეს ნამდვილად ტრავმა აქვს” » სპორტის ხაზი

ხავი: “დემბელეს ნამდვილად ტრავმა აქვს”

ხავი: “დემბელეს ნამდვილად ტრავმა აქვს”
29-01-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში “ბარსელონა” სტუმრად “ჟირონას” დაუპირისპირდა. მატჩი კატალონიელებმა პედრის მიერ 61-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს.

ესპანელი მოედანზე სწორედ იმ უსმანე დემბელეს ნაცვლად შევიდა, რომელიც 26-ე წუთზე დაშავდა. ხავიმ მატჩის შემდგომ მასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

”მოსამატებელი გვაქვს, შეტევაში უფრო მეტის მიღწევა უნდა ვცადოთ.

საუკეთესო ფორმაში არ ვყოფილვართ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა მოსამატებელი ნამდვილად გვაქვს. მომენტების შექმნა გაგვიჭირდა. ზოგჯერ, სცენარიდან გადახვევაც გვიწევდა.

დემბელეს ტრავმა აქვს და ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ ის ჩვენთვის გადამწყვეტი ფეხბურთელია. მან რაღაც იგრძნო, ასე რომ ეს ნამდვილად დაზიანებაა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი