პირველი ქართული ოქროს მედალი ფიგურულ სრიალში - ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია » სპორტის ხაზი

პირველი ქართული ოქროს მედალი ფიგურულ სრიალში - ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია

პირველი ქართული ოქროს მედალი ფიგურულ სრიალში - ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია
28-01-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. მას შემდეგ რაც მოკლე პროგრამაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ შესანიშნავი გამოსვლა აჩვენა, დღეს თავისუფალ პროგრამაში 130.10, ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ეს ისტორიული ფაქტია, ვინაიდან საქართველოს სახელით მოასპარეზემ ნებისმიერ ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვება პირველად შეძლო.

ტურნირზე მოგვიანებით რევია - კაზაკოვას წყვილი ჩაერთვება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი