დღე 2 - პორტუგალიის გრან პრიზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს » სპორტის ხაზი

დღე 2 - პორტუგალიის გრან პრიზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

დღე 2 - პორტუგალიის გრან პრიზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
28-01-2023, 13:19
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი არადამაჯერებელი სტარტისა პორტუგალიაში მიმდინარე ალმადას გრან პრიზე დღეს ტურნირში მედლები კაცთა (73 და 81), ხოლო ქალთა (63 და 70 კგ-მდე) წონით კატეგორიებში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრებიდან სამი ძიუდოისტი იასპარეზებს – ლუკა კაპანაძე, გიორგი ჩიხელიძე (ორივე -73) და ზაურ დვალაშვილი (-81).

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე მედლის მოპოვების შანსი 19 წლის გიორგი სარდალაშვილს (60 კგ) ჰქონდა, რომელიც ბრინჯაოსთვის ფრანგ სედრიკ რევოლს დაუპირისპირდა და გაფრთხილებებით დამარცხდა. ასევე უმედლოდ დატოვეს შეჯიბრება 66 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელმა ორმა ქართველმა – გიორგი თუთაშვილმა და იპოლიტე აქუბარდიამ.

პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი