პორტუგალია თუ ესპანეთი - ვინ ითამაშებს ოთხთა ფინალს? » სპორტის ხაზი

პორტუგალია თუ ესპანეთი - ვინ ითამაშებს ოთხთა ფინალს?

პორტუგალია თუ ესპანეთი - ვინ ითამაშებს ოთხთა ფინალს?
25-09-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, "ერთა ლიგის" A დივიზიონის მე-5 ტური გაიმართა, სადაც ჯგუფის ფავორიტებმა, კერძოდ პორტუგალიამ და ესპანეთმა კუთვნილი შეხვედრები გამართეს. ფერნანდო სანტოსის გუნდი ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს ეწვია, სადაც სტუმრებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს, 0-4. რაც შეეხება ლუის ენრიკეს, მისმა გუნდმა "ლა რომარედაზე" ("სარაგოსას" სტადიონი) შვეიცარიას უმასპინძლა, სადაც ადგილობრივები დაძაბულ ბრძოლაში, 1-2 დამარცხდნენ.

დღევანდელი მონაცემებით, ჯგუფის ლიდერი პორტუგალიაა, რომელსაც 10 ქულა აქვს, ხოლო რაც შეეხება ესპანეთს, ისინი 8 ქულით შემოიფარგლებიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში, ეს ორი გუნდი ერთმანეთს პორტუგალიაში, 27 სექტემბერს დაუპირისპირდება, სადაც ადგილობრივ ნაკრებს ქულის აღების შემთხვევაშიც გადაეცემა ოთხთა ფინალის საგზური. შესაბამისად, ლუის ენრიკეს გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სტუმრად გასამართი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულოს.

საგულისხმოა, რომ პორტუგალიის ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩეხეთთან შეხვედრის დროს სახის მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა მატჩის ბოლომდე ჩამთავრება მაინც მოახერხა. ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 7-იანმა იბერიული დერბი (ესპანეთისა და პორტუგალიის დაპირისპირებას, სწორედ ასე ეწოდება მას შემდეგ, რაც 1921 წელს, პორტუგალიელები მადრიდში ადგილობრივ ნაკრებთან 7-1 განადგურდნენ) გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ოთხთა ფინალი სადებიუტო სეზონშივე მოიგო, ხოლო ესპანელთა საუკეთესო შედეგი მე-2 ადგილია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი