"შედეგი ლოგიკურია, მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - რამაზ სვანაძე პორტუგალიასთან მარცხის შესახებ » სპორტის ხაზი

"შედეგი ლოგიკურია, მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - რამაზ სვანაძე პორტუგალიასთან მარცხის შესახებ

"შედეგი ლოგიკურია, მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ"  - რამაზ სვანაძე პორტუგალიასთან მარცხის შესახებ
25-09-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საქართველოს 21-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა პორტუგალიელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 4:1.

მატჩის მსვლელობით და თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე, რომელმაც მედიასთან ამ თემაზე ისაუბრა და განაცხადა:

"შედეგი ლოგიკურია, მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. ყველა კომპონენტში დავიჩაგრეთ. ცუდი ისაა, რომ ჩვენი მოგებათა სერია შეწყდა (7). დღეს ჩვენ ნამდვილად არ გვითამაშია ისე, როგორც ამას გულშემატკივარი იყო მიჩვეული. თუმცა გაძლიერების რესურსი გვაქვს და ეს აუცილებლად გამოსწორდება.

მთავარი ახლა ამ თამაშის დავიწყება და ძალების სწრაფი აღდგენაა. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ, მიუხედავად მარცხისა, ეს არის ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება, ზუსტად ის გამოცდილება, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე დაგვჭირდება." - განაცხადა 41 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველო მომდევნო შეხვედრას თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი