მორიგი ტრანსფერი | დინამო ბათუმმა სერბი ნახევარმცველი გაიფორმა » სპორტის ხაზი

მორიგი ტრანსფერი | დინამო ბათუმმა სერბი ნახევარმცველი გაიფორმა

მორიგი ტრანსფერი | დინამო ბათუმმა სერბი ნახევარმცველი გაიფორმა
25-01-2023, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ლიგის ექს-ჩემპიონისთვის ზამთრის სატრანსფერო პოლიტიკა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

რამდენიმე საათის წინ, ოფიციალურად დაიწერა, რომ დინამო ბათუმმა მორიგი ფეხბურთელი დაიმატა, ის ვლადან ვიდაკოვიჩია, რომელიც ქართულმა კლუბმა სლოვენიის მარიბორიდან გადაიბირა.

როგორც კონტრაქტის დეტალებიდან ვიგებთ, 23 წლის სერბი ფეხბურთელი არჩილ ბერიძის გუნდმა 1 წლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე აჭარული კლუბი მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გადის. ბათუმელები თავიანთ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ხვალ, ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცის წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი