"ეგ იუვენტუსის ფანია.." | ვინ დანიშნეს ნაპოლი-რომაზე მთავარ არბიტრად? » სპორტის ხაზი

"ეგ იუვენტუსის ფანია.." | ვინ დანიშნეს ნაპოლი-რომაზე მთავარ არბიტრად?

"ეგ იუვენტუსის ფანია.." | ვინ დანიშნეს ნაპოლი-რომაზე მთავარ არბიტრად?
26-01-2023, 16:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი თავის მომდევნო და უმნიშვნელოვანეს შეხვედრას რომას წინააღმდეგ 29 იანვარს გამართავს. სწორედ დერბი დელ სოლეში შეეცდებიან ლუჩანო სპალეტის ბიჭები, რომ სხვა გუნდებთან მოპოვებული ისედაც დიდი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდონ.

აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრის მთავარი მსაჯი ოფიციალურად დადგინდა, ის დანიელე ორსატო იქნება. სხვათაშორის, არაერთი ნაპოლის გულშემატკივარი წერს, მაგალითად Spazionapoli-ზე, რომ ორსატო იუვენტუსის გულშემატკივარია და ნაპოლის სასიკეთო გადაწყვეტილებებს პრინციპულად არ მიიღებს.

მსაჯის საკითხის განხილვას დამატებით ელფერს ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი სძენს, რომლისადმი უხეშობასაც გუნდები არასდროს ერიდებიან. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ჟოზე მოურინიოს რომა იტალიის სერია A-ში ერთ-ერთი ყველაზე უხეში და მძიმე გუნდია, რომელთა ფეხბურთელების მხრიდანაც გამოჩენილი უხეშობა მაქსიმალური სიმკაცრით უნდა აღიკვეთოს, თუმცა რამდენად შეესაბამება ამ ყველაფერს ორსატოს სამსაჯო სტილი, ეს ცალკე საკითხია..

სწორედ ეს გახლავთ ის ორი მიზეზი, თუ რატომაც აღშფოთდნენ ნეაპოლური კლუბის გულშემატკივრები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი