"კვარა და დიბალა, დიდებული შოუს ორი გარანტი" | Il Mattino » სპორტის ხაზი

"კვარა და დიბალა, დიდებული შოუს ორი გარანტი" | Il Mattino

"კვარა და დიბალა, დიდებული შოუს ორი გარანტი" | Il Mattino
25-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი თავის მომდევნო და უმნიშვნელოვანეს შეხვედრას რომას წინააღმდეგ 29 იანვარს გამართავს. სწორედ დერბი დელ სოლეში შეეცდებიან ლუჩანო სპალეტის ბიჭები, რომ სხვა გუნდებთან მოპოვებული ისედაც დიდი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდონ.

აღნიშნულ დაპირისპირებამდე იტალიური პრესა საკმაოდ აქტიურია. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ Il Mattino წერს, რომ ამავე შეხვედრის ძალაუფლებას გახსნილი და მრავალფეროვანი ფანტაზია განკარგავს, მთავარი პერსონები კი ხვიჩა კვარაცხელია და პაულო დიბალა იქნებიან:

"ქართველი და არგენტინელი მოედნის სხვადასხვა სივრცეს ითვისებენ, თუმცა ისინი საერთო სტატისტიკასა და პოეზიაში ერთიანდებიან, რადგან მათ საფეხბურთო სიმშვენიერეს არაფერი აქვს საერთო სიცივესა და სიმშრალესთან. ისინი ფანტაზიის მცველები და დიდებული შოუს გარანტები არიან. ლუჩანო სპალეტი და ჟოზე მოურინიო თავიანთ საგანძურებზე გიჟდებიან, რადგან ამ ფეხბურთელების წარმოსახვის უნარი ისეთი რამაა, რომლისადმიც მუდმივი ნდობით განეწყობი. ხვიჩა და პაულო სხვადასხვა პოზიციიდან იწყებენ და საქმეს გოლით, სრული ჯადოქრობით ასრულებენ, რადგან მათ არანაირი სპორტული, ტექნიკური, ტაქტიკური თუ გონებრივი შეზღუდვა არ გააჩნიათ."

"ამ ბიჭებზე განსხვავებული სპორტული მანქანების ძიება შეუძლებელია. ხვიჩა კვარაცხელია და პაულო დიბალა, ეს სიხარულისა და ბედნიერების სინონიმები გახლავთ, რომლებიც მუდმივად გენიალური სიფაქიზითა და სიფაფუკით გამოირჩევიან."
- წერს იტალიური ვებგვერდი.

ცნობისთვის, ნაპოლიმ სერია A-ს პირველი ნახევარი 50 ქულით დაასრულა, რაც ამავე კლუბის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი