მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს. 30 ივნისს “ბლანკოსთან” კონტრაქტი ეწურება. ხორვატის მომავალი დღემდე გაურკვეველია.
გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარმცველის გადაბირების სურვილის “ალ ნასრი” გამოთქვამს. არაბები მზად არიან, 2.5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ ხორვატს და წლიურად 40 მლნ. ევრო გადაუხადონ, რაც ფეხბურთელის ამჟამინდელ ჰონორარს ბევრად აღემატება.
იანვარში ტრანსფერი გამორიცხულია, მაგრამ გულშემატკივრები ზაფხულში ყველაფერს უნდა ელოდონ.