ქეცბაიას საოცარი დებიუტი კვიპროსში და საჩუქარი საქართველოს ნაკრებს » სპორტის ხაზი

ქეცბაიას საოცარი დებიუტი კვიპროსში და საჩუქარი საქართველოს ნაკრებს

ქეცბაიას საოცარი დებიუტი კვიპროსში და საჩუქარი საქართველოს ნაკრებს
25-09-2022, 01:11
Aa Aa
გაზიარება:

ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში თემურ ქეცბაიას კვიპროსმა შინ ჯგუფის ლიდერ საბერძნეთს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

აღნიშნული გამარჯვებით, ქეცბაია საქართველოს ნაკრებს ძალიან დაეხმარა - საქმე იმაშია, რომ იბრალტართან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს დინამო არენაზე ითამაშებს.

ცნობისთვის, ქეცბაიასთვის ეს კვიპროსის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეხვედრა იყო - ქართველი სპეციალისტის დებიუტი ბრწყინვალე გამოდგა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი