"ჯორჯიიდან საქართველოში" - ჯორჯიის შტატის მხარდაჭერა ბორჯღალოსნებს » სპორტის ხაზი

"ჯორჯიიდან საქართველოში" - ჯორჯიის შტატის მხარდაჭერა ბორჯღალოსნებს

"ჯორჯიიდან საქართველოში" - ჯორჯიის შტატის მხარდაჭერა ბორჯღალოსნებს
23-01-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოში აშშ-ის სალეჩო განცხადებას ავრცელებს, რის თანახმადაც შეერთებული შტატების გუნდი 2023 წლის რაგბის ჩემპიონატს გამოთიშვის შემდეგ ოფიციალურად საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრებს.

"თქვენი ქვეყნის ერთგულება რაგბისადმი. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეებიდან დაწყებული, მათი ჩათვლით, ვისაც აქვს პატივი, წარმოადგენდეს თქვენს ქვეყანას. თქვენი დამოკიდებულება და თავდადება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი გასაოცარია და პატივისცემას იმსახურებს. ამ თავდადებას, გაზარდოთ თამაში ფესვიდან ხის კენწერომდე, რაგბის ყველა ერი უნდა სწავლობდეს. უზომოდ ამაყნი ვართ, რომ შეგვიძლია გიწოდოთ ჩვენი მეგობრები.

იმედი გვაქვს, რომ ბორჯღალოსნებსა და ჩვენს მეგობრებს საქართველოს რაგბის კავშირში ოკეანის გაღმა მისწვდებათ ჩვენი გულშემატკივრობის ხმა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისას. სტადიონსა და სახლებში. ჯორჯიიდან საქართველოში. წინ ბორჯღალოსნებო!"
- ამბობს ჯორჯიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი სტივ მეისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე C ჯგუფში იასპარეზებს. ბორჯღალოსნების მეტოქეები ფიჯი, უელსი, ავსტრალია და სწორედ ის პორტუგალია იქნებიან, რომელმაც ტურნირს მიღმა აშშ დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი