ვიქტორ ოსიმენი კარიმ ბენზემას მადრიდის რეალში შეცვლის? » სპორტის ხაზი

ვიქტორ ოსიმენი კარიმ ბენზემას მადრიდის რეალში შეცვლის?

ვიქტორ ოსიმენი კარიმ ბენზემას მადრიდის რეალში შეცვლის?
22-01-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ვიქტორ ოსიმენი 2022/2023 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი არამარტო იტალიაში, არამედ მთელ ევროპაშია.

სწორედ ამიტომ, მადრიდის რეალი ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს, რომელიც კარიმ ბენზემას პოტენციური ჩამნაცვლებელი იქნება.

როგორც El Nacional წერს, ფლორენტინო პერესი ნეაპოლური კლუბისთვის 60 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს, თუმცა "პარტენოპეისთვის" ვიქტორი 80 მილიონ ევროდ ფასობს.

გარდა ამისა, სხვა ესპანურ წყაროებში წერენ, რომ რეალი გრძელვადიან პერსპექტივაში საუკეთესო ცენტრფორვარდს ეძებს, მისთვის კი ოსიმენი მთავარი კანდიდატია. სწორედ ამიტომ, მადრიდული გრანდი უკან არაფერზე არ დაიხევს და ნიგერიელის წასაყვანად ყველაფერს გააკეთებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი