შერმადინის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი - ტენერიფემ ბეტისი დაამარცხა » სპორტის ხაზი

შერმადინის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი - ტენერიფემ ბეტისი დაამარცხა

შერმადინის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი - ტენერიფემ ბეტისი დაამარცხა
22-01-2023, 15:20
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში იოლი გამარჯვება მოიპოვა. ესპანელებმა "რეალ ბეტისს" უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 88:64 დაამარცხეს. ქართველი ცენტრი კანარის კუნძულელთა რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო, მან 21 წუთში გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოუტანა.

გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე მეტი ხაიმე ფერნანდესმა ჩააგდო – 16 ქულა. შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) მხოლოდ მარსელინიო უერტასს (18) ჩამორჩა.

"ტენერიფეს" 17 თამაშიდან 13 აქვს მოგებული და მესამე ადგილზეა. ამდენივე გამარჯვება კიდევ სამ გუნდს აქვს (რეალი, ბარსელონა, ბასკონია), რომლებიც ტურს 22 იანვარს ითამაშებენ. 28 იანვარს შერმადინის გუნდი "ფუენლაბრადას" მადრიდში ესტუმრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი