ჯერარდი: “იგი რობენს მაგონებს” » სპორტის ხაზი

ჯერარდი: “იგი რობენს მაგონებს”

ჯერარდი: “იგი რობენს მაგონებს”
22-01-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსიმ” ახალგაზრდა უკრაინელი ვარსკვლავი, მიხაილო მუდრიკი დონეცკის “შახტარიდან” შეიძინა. მისი დებიუტი პრემიერ ლიგაში დღეს, “ლივერპულის” წინააღმდეგ მატჩში შედგა. მუდრიკი საკმაოდ დამაჯერებელი იყო და რამდენიმე ეპიზოდში თამაში სერილზულად გაამწვავა.

მის დებიუტს “ლივერპულისა” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, სტივენ ჯერარდი გამოეხმაურა:

“მუდრიკი შთამბეჭდავად გამოიყურება, მისმა ზოგიერთმა მოქმედებამ დღეს აჩვენა, რა მაღალი კლასი აქვს. თავისი თამაშის სტილით მან არიენ რობენი გამახსენა - ისეთივე სწრაფია და შესანიშნავად ფლობს ბურთით. ჩელსის გულშემატკივრების ადგილაზე ძალიან გამიხარდება ასეთი ფეხბურთელის მოსვლა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი