"კალაძე კვარაცხელიაზეა დაბოღმილი და...", - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი (ფოტო) » სპორტის ხაზი

"კალაძე კვარაცხელიაზეა დაბოღმილი და...", - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი (ფოტო)

"კალაძე კვარაცხელიაზეა დაბოღმილი და...", - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი (ფოტო)
24-09-2022, 22:51
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ორივე გოლში ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო მონაწილეობა - პირველ შემთხვევაში მაკედონიელთა მცველს ავტო-გოლი გაატანინა, ხოლო მეორე გოლი ბუდუ ზივზივაძის ასისტით თავად გაიტანა.

მატჩის შემდეგ, გასახდელში კვარაცხელიასთან ეროვნული ნაკრების და მილანის ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე მივიდა - კადრებს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის აღნიშნულ შეხვედრას ქართველი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილიც გამოეხმაურა:

"ფეხბურთის არაფერი არ მესმის, მაგრამ ზუსტად ვიცი კალაძეზე მაგრად კვარაცხელიას წარმატებებზე არავინ არაა დაბოღმილი."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი