ოფიციალურად | ვის შეხვდება მამარდაშვილის ვალენსია თასის 1/4 ფინალში? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | ვის შეხვდება მამარდაშვილის ვალენსია თასის 1/4 ფინალში?

ოფიციალურად | ვის შეხვდება მამარდაშვილის ვალენსია თასის 1/4 ფინალში?
20-01-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ესპანეთის კოპა დელ რეის 1/4 ფინალების წილისყრა გაიმართა, სადაც შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: რეალი, ბარსელონა, სევილია, ვალენსია, ბილბაო, სოსიედადი, ატლეტიკო და ოსასუნა.

შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მამარდაშვილსა და მის ვალენსიას წილისყრაში შედარებით გაუმართლათ, რადგან მათი მეტოქე ატლეტიკ ბილბაო იქნება. ცხადია, ჯენარო გატუზოს ბიჭებს მათთან იოლი თამაშები არ ელით, თუმცა, თავის მხრივ, კარგია ის, რომ ვალენსია ბარსელონასა და მადრიდის რეალს ასცდა.

რაც შეეხება დანარჩენ წყვილებს, ისინი შემდეგნაირად დაკომპლექტდა: რეალი/ატლეტიკო, ბარსელონა/სოსიედადი, სევილია/ოსასუნა.

ცნობისთვის, კოპა დელ რეის 1/4 ფინალური მატჩები 24, 25 და 26 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ "ღამურებმა" თასის ბოლო შეხვედრაში ხიხონის სპორტინგი სტუმრად 0:4 გაანადგურეს და ამ ეტაპამდე დამაჯერებლად მოვიდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი