21 იანვარს ლუჩანო სპალეტის ნაპოლი სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ სალერნიტანას გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება.
ბოლო დღეების განმავლობაში გამუდმებით იწერება ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე, რომელსაც მიღებული ტრავმის შემდეგ, ამჯერად თავი გაციებამ და სიცხემ შეახსენა.
სწორედ ვირუსთან ბრძოლის გამო, ზოგიერთი იტალირუი გამოცემა თვლის, რომ ქართველ ფეხბურთელს კრემონეზეს მსგავსად მომდევნო შეხვედრაც გაუცდება. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია შაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას დანამდვილებით მიიღებს.
უკანასკნელ მოსაზრებას ავითარებს ერთ-ერთი უცხოური გამოცემა, კერძოდ Khelnow, რომელმაც ქართველი გარემარბი ნაპოლის სავარაუდო XI-ში მოახვედრა: მერეტი | დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, რუი | ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი | ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ მატჩი სალერნიტანასთან 21:00 საათზეა ჩანიშნული.