შენგელიამ "ვირტუსს" ულიდერა - ქართველის ბრწყინვალე მატჩი » სპორტის ხაზი

შენგელიამ "ვირტუსს" ულიდერა - ქართველის ბრწყინვალე მატჩი

შენგელიამ "ვირტუსს" ულიდერა - ქართველის ბრწყინვალე მატჩი
20-01-2023, 14:11
Aa Aa
გაზიარება:

ევროლიგის მეოცე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" ათენის "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და 74:64 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა – მატჩის ბომბარდირი გახდა. თოკოს სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 28 წუთი, 16 ქულა, 7 პასი, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ეს გახლდათ ბოლონიელების მეცხრე გამარჯვება მიმდინარე ევროლიგაზე. ამ მაჩვენებლით ისინი მეცამეტე ადგილზე არიან. პლეი ოფში კი საუკეთესო რვაეული გადის.

მომდევნო მატჩს თორნიკეს გუნდი 22 იანვარს იტალიის ჩემპიონატში "ბრინდისის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი