ფრანგული გამოცემა: "დავითაშვილმა პირველი ექვსი თვე კარგად ჩაატარა" » სპორტის ხაზი

ფრანგული გამოცემა: "დავითაშვილმა პირველი ექვსი თვე კარგად ჩაატარა"

ფრანგული გამოცემა: "დავითაშვილმა პირველი ექვსი თვე კარგად ჩაატარა"
21-01-2023, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

გამოცემა francebleu-მ საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის კლუბის, "ბორდოს" გამოსვლა შეაფასა და გუნდის გამორჩეულ მოთამაშეებში ზურიკო დავითაშვილიც დაასახელა.

"ლიგა 2-ში ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ ბორდო მეორე ადგილზეა. დროა, გავარჩიოთ კარგი და ცუდი მომენტები. ფაქტობრივად, გუნდი ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის ლიდერებშია და, რა თქმა უნდა, ამ შედეგით გუნდში კმაყოფილები არიან. მოთამაშეები, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს, ერთი ხელის თითებზე შეიძლება დაითვალოს. არიან საინტერესო ახალწვეულები. საუკეთესო მუანგა ჯუნიორია, ასევე ჯოშ მაია და სტიან გრეგერსენი. საკმარისად კარგად გამოიყურებიან ვიტალი ნსიმბა, ზურიკო დავითაშვილი. ისინი საუკეთესოები არ არიან, მაგრამ უკეთესად თამაში შეუძლიათ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, დავითაშვილმა ბორდოში პირველი ექვსი თვე კარგად ჩაატარა. ის მოსალოდნელ დონეს აჩვენებს. თუმცა, დავითაშვილს ძალიან მაღალ დონეზე თამაშიც შეუძლია. პრობლემა ისაა, რომ საკმარისად თავდაჯერებული არ არის. მან მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა."
– წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი"ბორდოში" 2022 წლის 30 აგვისტოს იჯარით გადავიდა. 21 წლის ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება 2023 წლის 29 ივლისს უმთავრდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი