არონ იააკობიშვილი "ბარსელონაში" - ქართული გვარით და უნგრეთის მოქალაქეობით » სპორტის ხაზი

არონ იააკობიშვილი "ბარსელონაში" - ქართული გვარით და უნგრეთის მოქალაქეობით

არონ იააკობიშვილი "ბარსელონაში" - ქართული გვარით და უნგრეთის მოქალაქეობით
24-09-2022, 19:50
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე "ბარსელონას" სარეზერვო გუნდი "მურსიას" დაუპირისპირდება.

რასაკვირველია, მატჩამდე ორივე გუნდმა საკუთარი განაცხადი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა ბ-ს" განაცხადში მოხვდა 16 წლის მეკარე, რომელსაც ქართული წარმოშობის გვარი აქვს, თუმცა უნგრეთის მოქალაქეა, - ეს არონ იაკობიშვილია.

ცნობილ საფეხბურთო ვებსაიტს, კერძოდ "transfermarkt-ს", არონ იააკობიშვილის ოფიციალურ დაბადების ადგილად ბუდაპეშტი აქვს მითითებული. ამჯერად, ის "ბარსელონას" U18-ის გუნდში ირიცხება და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.