პსჟ და ვარსკვლავები | ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ძირითადში არიან! » სპორტის ხაზი

პსჟ და ვარსკვლავები | ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ძირითადში არიან!

პსჟ და ვარსკვლავები | ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ძირითადში არიან!
19-01-2023, 20:27
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 21:00 საათზე პარის სენ ჟერმენი და არაბულ კლუბთა ვარსკვლავების საერთო გუნდი ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

ცხადია, ამ თამაშის მთავარ ინტრიგას კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი წარმოადგენენ, რომლებიც, დიდი ალბათობით, ერთმანეთის წინააღმდეგ ისტორიაში ბოლოჯერ ითამაშებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, როგორც პორტუგალიელი, ისე არგენტინელი ვარსკვლავი თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობაში არიან!

პსჟ: ნავასი, ბერნატი, ბიჩიაბუ, ჰაკიმი, მბაპე, მესი, ნეიმარი, რამოსი, სანჩესი, სოლერი, ვიტინია.

ალ-ნასრი | ალ-ჰილალი (ვარსკვლავები): ოსპინა, ალ ბოლეაჰი, ალ ბურაიკი, ალ იუვაირი, კუელარი, გონსალესი, იგალო, კონანი, მარეგა, რონალდუ, ტალისკა.

აღნიშნულ მატჩამდე ერთი საათით ადრე კი გთავაზობთ სპორტულ პლატფორმებს, სადაც ამ შეხვედრის ნახვა შეგეძლებათ (ქართულ პლატფორმებზე მატჩი არ გავა) - LiveBall ; Reddit Soccer Streams ; goool. org.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი