ნაპოლი ირვინგ ლოსანოს უშვებს და ადამა ტრაორეს ყიდულობს? | დეტალები » სპორტის ხაზი

ნაპოლი ირვინგ ლოსანოს უშვებს და ადამა ტრაორეს ყიდულობს? | დეტალები

ნაპოლი ირვინგ ლოსანოს უშვებს და ადამა ტრაორეს ყიდულობს? | დეტალები
19-01-2023, 19:14
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ნაპოლის შემტევებიდან თუ ვინმეს ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, ეს ირვინგ ლოსანოა, რომელიც იტალიური კლუბის დატოვებასა და ახალი გამოწვევების მიღებას სერიოზულად განიხილავს.

ასევე, საგულისხმოა, რომ მექსიკელი გარემარბის გასხვისებაზე ნეაპოლური კლუბიც თანახმაა, რომელსაც ფლანგებზე კვარაცხელია/პოლიტანოს დუეტი უფრო იზიდავს.

როგორც Il Mattino წერს, დე ლაურენტისს ლოსანოს ნაცვლად ვულვზის შემტევის, ადამა ტრაორეს ვარიანტი მოსწონს, რომელიც საოცარი სისწრაფითა და ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა.

ცნობისთვის, ამ სეზონში ირვინგ ლოსანოს მონაგარი 4 გოლი და 3 საგოლე პასი, ხოლო ადამა ტრაორესი მხოლოდ და მხოლოდ ერთი გოლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი