კარი მშრალად შეინახა | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მამარდაშვილს? » სპორტის ხაზი

კარი მშრალად შეინახა | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მამარდაშვილს?

კარი მშრალად შეინახა | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მამარდაშვილს?
19-01-2023, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის კოპა დელ რეის მორიგი 1/8 ფინალური დაპირისპირება, სადაც გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ხიხონის სპორტინგი სტუმრად 0:4 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ ჯენარო გატუზოს ბიჭები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა. ცნობისთვის, "ღამურები" თასის მომდევნო ეტაპზე სევილიას შეხვდებიან.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მას ერთ ზუსტ დარტყმასთან მოუწია გამკლავება, იმ ეპიზოდში ქართველმა მეკარემ ბწყინვალედ იმოქმედა და საკუთარი გუნდი ზედმეტი ნერვიულობისგან იხსნა.

შეფასების მხრივ, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ნორმალური გამოხმაურება მიიღო, ქართველი მეკარე Sofascore-მ 6.9 ქულით შეაფასა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი