მატჩი თასზე | იქნება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი? » სპორტის ხაზი

მატჩი თასზე | იქნება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი?

მატჩი თასზე | იქნება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი?
18-01-2023, 18:40
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 22:00 საათზე გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ხიხონის სპორტინგს ესტადიო ელ მოლინონზე ესტუმრება, სადაც კოპა დელ რეის 1/8 ფინალური დაპირისპირება შედგება.

ამავე ტურნირის 1/16 ფინალში სპორტინგმა უმაღლესლიგელი რაიო ვალეკანო 2:0 მილოვანოვიჩის დუბლით დაამარცხა, ხოლო ვალენსიამ მომდევნო ეტაპზე გასვლა ლა ნუსიას დამარცხებით (0:3) შეძლო.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მისი მოგებისა და ხიხონის სპორტინგის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, გიორგი მამარდაშვილი და მისი ვალენსია სევილიას შეხვდებიან, რომელსაც, თავის მხრივ, ლა ლიგაში საქმე კატასტროფულად მისდის და რამდენად იქნებიან ანდალუსიელები თასზე ორიენტირებულნი, ეს რთულად სავარაუდოა.

გთავაზობთ ერთ-ერთი სპორტული ვებგვერდის, Sportsmole-ს მიერ შედგენილ ვალენსიას სავარაუდო XI-ს:

ვალენსია: მამარდაშვილი | კორეია, კომერტი, ოზკაჩარი, გაია | მორიბა, ალმეიდა, მუსა | კლუივერტი, დურო, ლინო (4-3-3).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი