სარფიანი გეგმა | რამდენს გამოიმუშავებს პსჟ ალ-ნასრთან თამაშის შემდეგ? » სპორტის ხაზი

სარფიანი გეგმა | რამდენს გამოიმუშავებს პსჟ ალ-ნასრთან თამაშის შემდეგ?

სარფიანი გეგმა | რამდენს გამოიმუშავებს პსჟ ალ-ნასრთან თამაშის შემდეგ?
18-01-2023, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, შესაძლოა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირება ისტორიაში ბოლოჯერ პარი სენ ჟერმენისა და არაბულ კლუბთა ვარსკვლავების მატჩში ვიხილოთ.

როგორც ფრანგული L'equipe წერს, პარიზული კლუბი ამ თამაშიდან ერთჯერადად 8.8 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს, რაც, ცხადია არანორმალურად დიდი რიცხვია. თუმცა, რეალურად პსჟ-სთვის ამავე თამაშის გამართვის ერთ-ერთი მთავარი სურვილი სწორედ შემოსავალია, რადგან კლუბის შარშანდელმა ფინანსურმა დეფიციტმა 325 მილიონი ფუნტი შეადგინა.

სხვათაშორის, აღნიშნული მატჩის გარშემო პსჟ-ის შემოსავალი ერთადერთი გასაოცარი რიცხვი არაა. მაგალითისთვის, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ამ თამაშზე დასასწრები ბილეთი 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

ცნობისთვის, ეს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ისტორიაში 35-ე შეხვედრა იქნება და როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, დიდი ალბათობით, ბოლოც..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი