"შესაძლოა, კვარაცხელიამ დღევანდელი ვარჯიშიც გამოტოვოს" | რას წერს Sportitalia? » სპორტის ხაზი

"შესაძლოა, კვარაცხელიამ დღევანდელი ვარჯიშიც გამოტოვოს" | რას წერს Sportitalia?

"შესაძლოა, კვარაცხელიამ დღევანდელი ვარჯიშიც გამოტოვოს" | რას წერს Sportitalia?
18-01-2023, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი კოპა იტალიას 1/8 ფინალში დაემშვიდობა, სადაც ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა კრემონეზესთან პენალტების სერია ვერ გადალახეს და შეიძლება ითქვას, გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსიც ვერ გაამართლეს.

აღსანიშნავია, რომ კრემონეზესთან შეხვედრაში ნეაპოლელთა დამრიგებელმა არაერთი წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც მატჩამდე სიცხე ჰქონდა და ცხადია, თამაშის გამოტოვებაც მოუწია. მიუხედავად გაციებისა, დაიწერა, რომ ხვიჩა სალერნიტანასთან მატჩისთვის მზად იქნება.

ამის პარალელურად, რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთმა იტალიურმა გვერდმა, კერძოდ Sportitalia-მ დაწერა, რომ შესაძლოა, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია არც დღევანდელ ვარჯიშზე გამოიძახოს (კვარამ წინა სავარჯიშო სესია გამოტოვა), მიზეზი კი თავის დაზღვევა და პოტენციური რისკების თავიდან აცილება იქნება:

"სალერნიტანასთან გასამართი მორიგი საჩემპიონო მატჩის გამო, ნაპოლის არ სურს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობით გარისკოს. გუშინ, ქართველი ფეხბურთელი სიცხის გამო არ გამოიძახეს, ახლა კი უამინდობის ფონზე, შეიძლება კვარა ისევ სახლში დარჩეს, რათა შაბათის მატჩისთვის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდეს."
- წერს იტალიური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მილანს მთელი 9 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი