სპალეტი: “ იმედგაცრუებული ვარ” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “ იმედგაცრუებული ვარ”

სპალეტი: “ იმედგაცრუებული ვარ”
18-01-2023, 10:20
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლიმ” გუშინ კოპა იტალიას ეგიდით გამართულ მატჩში შინ “კრემონეზე” მიიღო. მიუხედავად გაშვებული გოლისა, “პარტენოპეიმ” 2 ბურთი გაიტანა და შეხვედრას იგებდა, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე ფელიქს აფენა ჯანმა ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც უკეთესი ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზე” გამოდგა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა.

მარცხის შემდგომ ლუჩიანო სპალეტიმ მედიასთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჩატარებული შეხვედრა შეაფასა:

“ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ მატჩის გაკონტროლებას, ბურთის ფლობას, მაგრად დღეს ეს ნამდვილად არ გამოგვივიდა. გოლები უწყინარ სიტუაციაში გავუშვით, ორი გამჭოლი ბურთი დავკარგეთ და მეტოქემ ამით კარგად ისარგებლა. გავუშვით ორი გოლი და რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ.

2:1-ზე თამაშის დასრულება შეგვეძლო. მეტოქე გოლის გასატანად იძულებული გახდა, რომ შეტევაში წასულიყო და ზონები გაეხსნა. ეს ვერ გამოვიყენეთ. საერთო ჯამში, ცუდი მატჩი არ გვქონია, მაგრამ ამ შეცდომებმა ყველაფერი გადაფარა.”

“ნაპოლი” მომდევნო მატჩს სერია A-ში 21 იანვარს “სალერნიტანას” წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი