"ხვალ გადავწყვეტ ვინ ითამაშებს" - გატუზო მამარდაშვილზე და სუპერკოპას მატჩზე » სპორტის ხაზი

"ხვალ გადავწყვეტ ვინ ითამაშებს" - გატუზო მამარდაშვილზე და სუპერკოპას მატჩზე

"ხვალ გადავწყვეტ ვინ ითამაშებს" - გატუზო მამარდაშვილზე და სუპერკოპას მატჩზე
17-01-2023, 20:44
Aa Aa
გაზიარება:

"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ კოპა დელ რეის მერვედფინალური ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

ფეხბურთელების ფიტნეს მდგომარეობა : "დიახაბის ნაწიბური აწუხებს. ტიერს ბარძაყის სახსრის პრობლემა აქვს. კომერტს ასევე ჰქონდა ზურგის მცირე ტკივილი, მაგრამ მან დღეს ივარჯიშა. ჩვენ გვყავს მხოლოდ ორი მოთამაშე, რომლებიც ხვალინდელ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან, პლუს კასტილეხო, რომელმაც უკვე დაიწყო ინდივიდუალური ვარჯიში და ელოდება ექიმების გადაწყვეტილებას."

გუნდში არსებული განწყობა : "როცა დიდ კლუბში ხარ, უნდა მოიგო თამაშები, ხოლო როცა დიდ კლუბში ხარ და თამაშებს 4 ან 5 კვირა ვერ იგებ, ეს რთულია, ამიტომ მე ყოველთვის ვამბობდი 40 ქულის მიღებაზე, არა იმიტომ, რომ სეგუნდა დივიზიონში დაქვეითების მეშინია, არამედ ეს მნიშვნელოვანია. როცა ვერ იგებ, ბურთი ორ კილოგრამს იწონის, მაისური კი მეტს... ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისევე თამაში, როგორც მადრიდის რეალთან ვთამაშობდით. ეს არის წინსვლის გზა."

სატრანსფერო ბაზა და ტრანსფერები: "მე არ ვარ იმედგაცრუებული, რადგან დიდ პატივს ვცემ ჩემს გუნდს. მომწონს როდესაც ვუყურებ გუნდს, რომელიც თამაშობს თამაშებს ისე, როგორც მადრიდის რეალთან ვითამაშეთ რამდენიმე დღით ადრე - თუმცა მართალია, არ მომეწონა კადისთან თამაში, ეს საშინელებას გავდა. ვსაუბრობთ სატრანსფერო ბაზაზე, თუმცა რთულია ტრანსფერების განხორციელება. Მე არ ვარ გაბრაზებული. ჩემს გუნდზე უნდა ვიფიქრო, ეს ჩემი ერთადერთი მოვალეობაა."

თამაში "ხიხონის სპორტინგთან" : "ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც კარგი მენტალიტეტი აქვს. მათ წინა ტურში წარმოუდგენელი თამაშით დაამარცხეს რაიო ვალეკანო, აქვთ კარგი სტადიონი და ყავთ ბევრი მოთამაშე, რომლებსაც აქვთ პრიმერა დივიზიონში თამაშის გამოცდილება. იგივე თამაში უნდა ვითამაშოთ, რაც სუპერთასზე მადრიდის რეალთან. თუ რბილად და კარგი მენტალიტეტის გარეშე ვითამაშებთ, ცუდი თამაში იქნება ჩვენთვის."

ვინ დაიცავს "ღამურების" კარს სპორტინგთან? : "ხვალ გადავწყვეტ ვინ ითამაშებს. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებები უნდა მივიღო."

გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი