გოლი და ორი საგოლე გადაცემა - ეს ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარია, რომელიც მან ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში შემოგვთავაზა.
ცხადია, ასეთი ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ცნობილმა საფეხბურთო ვებგვერდმა, Whoscored-მა, რომელიც ტურის სიმბოლურ გუნდებს ადგენს ხოლმე, ქართველი შემტევი არ დაივიწყა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოახვედრა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე მაღალი შეფასება მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა, პაულო დიბალამ და გულიელმო ვიკარიომ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მილანს მთელი 9 ქულით უსწრებს.