ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა და მის კარიერაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
ლაშა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და აღნიშნული, ისტორიის შესახებ რამდენიმე თვის წინ “პრაიმ სპორტ”-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“სანამ ნოვაკ ჯოკოვიჩთან მივიდოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მიცნობდა.
მაგის ერთი მეგობარია სერბი ძიუდოისტი და მსოფლიოს ჩემპიონი, ნემანია მაიდოვი და მასზე მიამბო – ვიცი, რომ მას მოუგე შენ და ჩემპიონი ხარო.
ასევე წარმატებებიც მისურვა და ძალიან გამიხარდა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩემს შესახებ იცოდა”, – განაცხადა ბექაურმა.