ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ლუჩანო სპალეტისთან მოლაპარაკებები ახალ საკონტრაქტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაიწყო.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო შირა წერს, ნეაპოლური კლუბი მზადაა, რომ იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივოს.
რაც შეეხება სპალეტის ამჟამინდელ კონტრაქტს, ის ამ სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა აქამდე ნაჩვენები შედეგების გამო, ლოგიკურია, რომ "პარტენოპეის" ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნების სურვილი გაუჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს 47 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მილანს მთელი 9 ქულით უსწრებს.