მამუკელაშვილმა 7 წუთი ითამაშა - "მაიამიმ" "მოლოუკი" დაამარცხა » სპორტის ხაზი

მამუკელაშვილმა 7 წუთი ითამაშა - "მაიამიმ" "მოლოუკი" დაამარცხა

მამუკელაშვილმა 7 წუთი ითამაშა - "მაიამიმ" "მოლოუკი" დაამარცხა
15-01-2023, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

ლიდერის, იანის ადეტოკუმბოს გარეშე დარჩენილმა "მილუოკიმ" სტუმრად "მაიამისთან" ანგარიშით 95:111 წააგო. ამ შეხვედრის გმირი კაილ ლოურის ნაცვლად სასტარტოში მოთამაშე ნიგერიელი მცველი გეიბ ვინსენტი იყო, რომელმაც "ბაქს" 27 ქულა ჩაუგდო. ეს მაიამის მეორე გამარჯვება იყო მილუოკიზე ბოლო სამი დღის განმავლობაში.

ისევე, როგორც წინა მატჩში სანდრო მამუკელაშვილს ამჯერადაც მცირე სათამაშო დრო მიეცა (7:11 წუთი). ქართველმა ფორვარდმა გუნდს 5 ქულა მოუტანა. 2:02 წუთით ადრე სანდრომ სამქულიანი ჩააგდო (107:91), ბოლოს კი უკანასკნელ წამზე ფარქვეშიდან დაასრულა ბაქსის შეტევა.

მამუკელაშვილმა 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო, სხვა პოზიტიური სტატისტიკა მას არ ჰქონია. ბაქსს 27 მოგება და 16 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 – მე-4 ადგილზეა "კავალიერსთან" ერთად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი