"ხვიჩამ ტრიბუნებზე მყოფ ქართველებს თამაშის ბოლოს მადლობა გადაუხადა" | Calcionapoli24 » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ ტრიბუნებზე მყოფ ქართველებს თამაშის ბოლოს მადლობა გადაუხადა" | Calcionapoli24

"ხვიჩამ ტრიბუნებზე მყოფ ქართველებს თამაშის ბოლოს მადლობა გადაუხადა" | Calcionapoli24
15-01-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ტურინის იუვენტუსი საკუთარ კედლებში 5:1 გაანადგურა.

ამ შეხვედრას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა, ჯამში 200 კაცი, რომლებიც საქართველოდან იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში სპეციალურად ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სანახავად ჩაფრინდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ქართული მხარდაჭერის პირველი შემთხვევა არ გახლავთ, რადგან აქამდეც იყო შემთხვევები, როდესაც მარადონაზე გამართულ მატჩებში ქართველი ფეხბურთელი თანამემამულეებმა ტრიბუნებიდან გაამხნევეს.

რამდენიმე საათის წინ, Calcionapoli-მ დაწერა, რომ იუვენტუსთან მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ღირსეულად მოიქცა და ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

"ყველა იქ იყო, მარადონაზე, მათ შორის ხვიჩას სამშობლოს დედაქალაქიდან, თბილისიდან ჩამოსული დიდი მართლმადიდებლური დელეგაცია. ასევე, ტრიბუნებზე იყო პატარა ქართული ფოლკლორის ჯგუფი, რომელიც მატჩის წინ, სტადიონის გარეთ აქაურ ფურნიკული ფურნიკულას მღეროდა, მათ ნეაპოლიტანელები აპლოდისმენტებით შეეგებნენ. ქართული დელეგაცია გაერთო და შეეგება ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც თამაშის ბოლოს, საქართველოდან ჩასულ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ისინი უკვე იყვნენ მარადონაზე და კიდევ არაერთხელ დაბრუნდებიან თავიანთი გადამდები ენთუზიაზმით." - წერს იტალიური ვებგვერდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი