კასანო: “ალეგრი სულელია, სპალეტი გენიოსი” » სპორტის ხაზი

კასანო: “ალეგრი სულელია, სპალეტი გენიოსი”

კასანო: “ალეგრი სულელია, სპალეტი გენიოსი”
14-01-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" (5:1) შეხვედრა შეაფასა და "ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა:

"90 წუთის მანძილზე "ნაპოლი" დომინირებდა, "იუვენტუსმა" შანსი სულ ორჯერ მიიღო, ერთ ეპიზოდში რაჰმანი შეცდა.

"ბიანკონერი" კარგ ფორმაში საერთოდ არ იყო, უბრალოდ მათ დაბალი კლასის გუნდები - "ლეჩე", "უდინეზე" და "კრემონეზე" დაამარცხეს.

გალეონეს ვუსმენდი, როდესაც მან თქვა, რომ ალეგრიმ უარი ისეთ კლუბებს უთხრა, როგორებიც : "ჩელსი", "რეალი" და სხვა გრანდები არიან. ვფიქრობ, ეს სიცრუეა.

სპალეტი ალეგრისთან შედარებით ნაკლებად ტიტულოვანი სპეციალისტია, თუმცა ლუჩანო გენიოსია, მასიმილიანო კი სულელი.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი