შესაძლოა, ბრაიანტის მაისური აუქციონზე გაიყიდოს » სპორტის ხაზი

შესაძლოა, ბრაიანტის მაისური აუქციონზე გაიყიდოს

შესაძლოა, ბრაიანტის მაისური აუქციონზე გაიყიდოს
15-01-2023, 11:20
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ის ხუთგზის ჩემპიონის, კობი ბრაიანტის მაისური თებერვალში აუქციონზე, შესაძლოა, შვიდ მილიონ დოლარად გაიყიდოს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, ავტორიტეტული ჟურნალი Forbes-ი საუბრობს.

როგორც "სოტბის" აუქციონის სახლის მონაცემები მეტყველებს, ბრაიანტს 2007-08 წლების სეზონში 24-ნომრიანი მაისური 25 მატჩში ეცვა. იმ დროს კობი კარიერაში პირველად და ერთადერთხელ აღიარეს სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ. აღნიშნულ წლეს ბრაიანტი მატჩში საშუალოდ 28.5 ქულას აგროვებდა.

ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ნივთი, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა, გახლავთ "ჩიკაგოს" ყოფილი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაისური, რომელშიც 2022 წლის ოქტომბერში 10.1 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

კობი ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს 41 წლის ასაკში ვერტმფრენის ავიაკატასტროფისას დაიღუპა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.