როგორ განმარტა კობიაშვილმა არველაძის მიმართ ნათქვამი » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

როგორ განმარტა კობიაშვილმა არველაძის მიმართ ნათქვამი

როგორ განმარტა კობიაშვილმა არველაძის მიმართ ნათქვამი
14-09-2021, 13:13
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. 

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, შოთა არველაძემ, ლევან კობიაშვილის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის ფედერაციის პრეზიდენტის ფრაზას ციტირებს და აღნიშნავს, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

ამის შემდეგ კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სპორტის საათში" ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, უკმაყოფილება, კონკრეტულად, რის საფუძველზე გამოთქვა.

 "აქ იმაზე არაა საუბარი, რომ შოთის ან აჩის არა აქვთ უფლება, თქვან. რასაკვირველია, სათქმელი უნდა დააფიქსირონ. ჩემი რეაქცია რასთან დაკავშირებითაც იყო, ის ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშს შეეხო. შინაარსობრივად აცდენა არ გვაქვს" - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი