ეს არის ერთიანობა - "ნაპოლის" ფეხბურთელების დასაფასებელი ჟესტი, როდესაც ხვიჩას ავტომობილის გატაცების შესახებ შეიტყვეს » სპორტის ხაზი

ეს არის ერთიანობა - "ნაპოლის" ფეხბურთელების დასაფასებელი ჟესტი, როდესაც ხვიჩას ავტომობილის გატაცების შესახებ შეიტყვეს

ეს არის ერთიანობა - "ნაპოლის" ფეხბურთელების დასაფასებელი ჟესტი, როდესაც ხვიჩას ავტომობილის გატაცების შესახებ შეიტყვეს
4-11-2022, 14:31
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ყველას მოეხსენება, რომ გუშინ ქალაქ ნეაპოლში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. ავტომობილი ქურდებმა ნეაპოლის გარეუბან კუმა პარკიდან მოიპარეს, სადაც 21 წლის შემტევი ცხოვრობს. ხვიჩამ პოლიციაში მაშინვე განაცხადა, როცა გარაჟში მანქანა აღარ დახვდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, გაქურდვის მომენტში მას სახლის პირველ სართულზე ეძინა და ვერ გაიგო, როგორ აიღეს ქურდებმა მანქანის გასაღები და შემდეგ ის მოიპარეს.

თუმცა, ამისდა მიუხედავად, როგორც spazio napoli ციტირებს, კვარაცხელია მაინც წავიდა გუნდის ვარჯიშზე, რადგან პარტენოპეის შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა უწევს "ატალანტასთან".

წყარო ასევე ამბობს რომ, როგორც კი ფეხბურთელი კასტელ ვოლტურნოში (საწვრთნელ ბანაკში) მივიდა, მან თანაგუნდელებისგან დიდი სიყვარული და პატივისცემა მიიღო.

"თითოეული ფეხბურთელი ხვიჩას ჩაეხუტა და მთელი ვარჯიშის განმავლობაში მის გამხიარულებას ცდილობდნენ, რადგან ქართველს მომხდარი მალევე დაევიწყა. კვარაცხელია, ფაქტობრივად, სულ სიმშვიდეში ვარჯიშობდა და ის მხოლოდ ხვალინდელ გამოწვევაზე იყო ორიენტირებული."

შეგახსნებთ იმასაც, რომ ნეაპოლის პოლიციამ ქურდობიდან 24 საათის გასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ავტომობილილი Mini Countryman, რომელიც ნაპოლის შემტევმა 28 სექტემბერს შეიძინა, იპოვნა. მანქანა ერთ-ერთ ქუჩაზე მიტოვებული ნახეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი