ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა » სპორტის ხაზი

ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
10-01-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

უელსელმა ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება 33 წლის შემტევმა თავად გააკეთა პირადი სოციალური ქსელის საშუალებით. გარეთმა ბოლო სეზონი ამერიკაში, კერძოდ "ლოს ანჯელესში“ გაატარა, სადაც MLS-ის ჩემპიონი გახდა. უელსელს კლუბთან კონტრაქტი ისევ აკავშირებდა, შესაბამისად მისი ფეხბურთიდან წასვლა მოულოდნელი იყო.

"ჩემი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადავდივარ, ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების დროა“- წერს ბეილი.

ბეილმა კარიერა "საუთჰემპტონში“ დაიწყო. იგი ცნობილი "ტოტენჰემში“ გახდა, სადაც თავიდან მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ მისი შემტევი უნარებიდან გამომდინარე, მალევე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში დაიწყო. უელსელი მადრიდის "რეალის" ღირსებასაც იცავდა, სადაც მის ანგარიშზე 258 შეხვედრაში 106 გოლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი