კვარაცხელიაზე ძვირი - რამდენით გაიზარდა მამარდაშვილის სატრანსფერო თანხა? » სპორტის ხაზი

კვარაცხელიაზე ძვირი - რამდენით გაიზარდა მამარდაშვილის სატრანსფერო თანხა?

კვარაცხელიაზე ძვირი - რამდენით გაიზარდა მამარდაშვილის სატრანსფერო თანხა?
23-09-2022, 15:05
Aa Aa
გაზიარება:

გერმანულმა Transfermarkt-მა ესპანეთში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა - განახლებული ფასის მიხედვით კი ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშე ამიერიდან გიორგი მამარდაშვილი იქნება.

საიტის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების და ვალენსიას მეკარე 20 მილიონი ევრო ღირს და მისი სატრანსფერო თანხა 10 მილიონი ევროთი გაიზარდა - თუ იგივე Transfermarkt-ს დავეყრდნობით გიორგი მამარდაშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

მანამდე, მსგავს მონაცემთან ყველაზე ახლოს ხვიჩა კვარაცხელია (18 მილიონი) იყო.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშეების ტოპ სამი ასე გამოიყურება:

1. გიორგი მამარდაშვილი (€20.00 მილიონი)
2. ხვიჩა კვარაცხელია (€15.00 მილიონი)
3. საბა ლობჟანიძე (€4.30 მილიონი)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი