"ასე თუ გააგრძელა ხვიჩას ამოაგდებს" - როგორ გამოეხმაურნენ ნაპოლის ფანები ელმასის გოლს » სპორტის ხაზი

"ასე თუ გააგრძელა ხვიჩას ამოაგდებს" - როგორ გამოეხმაურნენ ნაპოლის ფანები ელმასის გოლს

"ასე თუ გააგრძელა ხვიჩას ამოაგდებს" - როგორ გამოეხმაურნენ ნაპოლის ფანები ელმასის გოლს
8-01-2023, 23:25
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-17 ტურში 'ნაპოლი' 'სამპდორიას' დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

გოლების გატანა ვიქტორ ოსიმენმა და ელიფ ელმასმა მოახერხეს. მიუხედავად პარტენოპეის კარგი თამაშისა, იგივეს ვერ ვიტყვით ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც მატჩის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა.

სამაგიეროდ, გამორჩეული იყო მისი კონკურენტი ელმასი, რომელმაც მთლიანობაში კარგი შეხვედრა ჩაატარა, პენალტი მოიპოვა, შემდეგ კი ზუსტადაც შეასრულა.

90 წუთის ამოწურვის შემდეგ კი სოციალურ ქსელში ხვიჩასა და ელმასის ერთმანეთში კონკურენციაზე ბევრი დაიწერა. აქედან უმეტესობამ კი მაკედონელი ფეხბურთელი შეაქო და მას ძირითადი თერთმეტეულის წევრობა უწინასწარმეტყველა.

- "ასე თუ გააგრძელა ხვიჩასაც ამოაგდებს ძირითადი შემადგენლობიდან"

- "ჩვენ მხოლოდ ასეთი ელიფ ელმასი გვჭირდება"

- "ეს ბიჭი ბოლო თამაშებია დაფრინავს. არ მეგონა ამდენი თუ შეეძლო"

- "ელმასში კვარაცხელია ჩასახლდა"

- "გამოჩნდა, რომ გუნდურადაც უძლიერესები ვართ"

-"ასე თუ გააგრძელა კვარაცხელიას ძირითადიდან ამოაგდებს."

- "ყველაფერი ისე ჩანს, რომ სკუდეტოს ნაპოლი მოიგებს"

- "ელმასი ოსიმენის შემდეგ საუკეთესო იყო"

- "დირიჟორობდა გუნდს მაკედონელი"

- "კვარაცხელიამ უნდა მოუმატოს, ძველი კვარადონა გვჭირდება"


გეტყვით იმასაც, რომ პარტენოპეი მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს, 'იუვენტუსის' წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი