"ხვალ, ავსტრალიაში პირველი ქართული დერბი იქნება" | ტატო ბაციკაძე » სპორტის ხაზი

"ხვალ, ავსტრალიაში პირველი ქართული დერბი იქნება" | ტატო ბაციკაძე

"ხვალ, ავსტრალიაში პირველი ქართული დერბი იქნება" | ტატო ბაციკაძე
7-01-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Silk Sport-ის სპორტულმა კომენტატორმა, ტატო ბაციკაძემ თავის სოციალურ ქსელში ქართული ფეხბურთის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც სპორტული ჟურნალისტი წერს, ხვალ, ავსტრალიის საფეხბურთო ლიგაში პირველი ქართული დერბი უნდა შედგეს:

"ხვალ, ჩვენი დროით დილის 8 საათზე, ავსტრალიის A League-ს ისტორიაში პირველი ქართული დერბი იქნება - ბაჩანა არაბულის მაკარტური, ბექა მიქელთაძის და ბექა დარცმელიას ნიუკასლს ჯეტს შეხვდება. თან პრინციპული მატჩია, ორივე პლეი ოფისთვის იბრძვის. მოკლედ, დილით ადრე თუ გაიღვიძეთ, არ გამაზოთ." - დაწერა ტატო ბაციკაძემ.

ცნობისთვის, ბაჩანა არაბულის მაკარტური ავსტრალიის ჩემპიონატის მე-7 პოზიციას 14 ქულით იკავებს, ხოლო ნიუკასლ ჯეტსი მე-9 ადგილზე 12 ქულითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი