თბილისის დინამოს ყოფილი სპეციალისტი, ჩისკო მუნიოსი კვიპროსული კლუბიდან, კერძოდ ანორთოსისიდან გაათავისუფლეს.
ესპანელი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას გუნდში 2022 წლის 3 ოქტომბერს დაინიშნა და გუნდთან ერთად სულ 13 შეხვედრის გამართვა მოასწრო.
შეგახსენებთ, რომ ჩისკო მუნიოსი იქამდე ინგლისური უოტფორდის მწვრთნელიც იყო. ის ინგლისურ კლუბს 2020-2021 წლებში წვრთნიდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით უცნობია, ინტერესდება თუ არა რომელიმე ქართული კლუბი ესპანელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით.