ჰოლანდიელი ფეხბურთელი, დეილი ბლინდი მიუნხენის “ბაიერნს” შეუერთდა. მცველი გერმანული კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს და შესაძლებელი იქნება, რომ შეთანხმება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდეს.
ბლინდი აქამდე “აიაქსის” ღირსებას იცავდა. მან 2018-2023 წლებში ამსტერდამული კლუბის მაისურით 124 შეხვედრა გამართა.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, დეილი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 2013 წლიდან ასპარეზობს და 99 მატჩი მოუგროვდა.