სპალეტი: “ბევრი არაფერი გამოგვივიდა” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “ბევრი არაფერი გამოგვივიდა”

სპალეტი: “ბევრი არაფერი გამოგვივიდა”
5-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონში “ნაპოლი” სერია A-ში პირველად დამარცხდა. “პარტენოპეის” “ინტერმა” ძლია ანგარიშით 0-1. შეხვედრის შემდგომ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მატჩი შეაფასა:

“სიტუაციას იმაზე კარგად უნდა გავუმკლავდეთ, ვიდრე ამას ადრე ვახრებდით. მეტი უნდა ვივარჯიშოთ და მოედანზე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინოთ. შეგვიძლია, უკეთეს ფორმაში შევიდეთ. ეს მომავალ მატჩებში გამოჩნდება.

ჩემმა ფეხბურთელებმა ის გააკეთეს, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ. ლობოტკას წინააღმდეგ ხშირად უხეშობდნენ. ვფიქრობ, შეტევაში პასები უკეთესად უნდა გაკეთებულიყო. ბევრი არაფერი გამოგვივიდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ბურთი ძალიან ნელა გორაობდა. რეალურად, გაცილებით მეტი შეგვიძლია. რამდენიმე მოთამაშემ იმაზე ცუდად ითამაშა, ვიდრე ველოდი.

“ინტერი“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მათთან გაცილებით სწრაფად თამაში გვმართებდა, მაგრამ არ გამოგვივიდა და ამან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. შემტევ ხაზში არაფერი გამოგვივიდა. საჯარიმოში შესვლას ვცდილობდით, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში მოვიკოჭლეთ.

დღეს სივრცეები კარგად ვერ ავითვისეთ, შანსები გავუშვით. სწრაფადაც ვერ გადავეწყვეთ, რადგან “ინტერი” თავს კარგად იცავდა. ინდივიდუალური დაპირისიპირებები დაიწყო, სადაც უკეთესის გამოვლენა რთულია. გრძელი გადაცემებიც არ გამოდიოდა, რადგან აჩერბი შესანიშნავად გამოიყურებოდა. აშკარად მოსამატებელი გვაქვს. გუნდს მეტი ძალა სჭირდება.”

სპალეტის “ნაპოლი” მომდევნო მატჩს 8 იანვარს, 21:00-ზე “სამპდორიასთან” გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი