'მსოფლიოს მეფე' - EJU ტატო გრიგალაშვილზე წერს » სპორტის ხაზი

'მსოფლიოს მეფე' - EJU ტატო გრიგალაშვილზე წერს

'მსოფლიოს მეფე' - EJU ტატო გრიგალაშვილზე წერს
4-01-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

განსაკუთრებული 2022 წელი ჰქონდა ქართველ ძიუდოისტს, ტატო გრიგალშვილს, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, დეკემბრის ბოლოს კი შემაჯამებელი მასტერსის პირველობაც იზეიმა.

ასეთ შედეგზე წერს ძიუდოს ოფიციალური გვერდი, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენზე სტატიას აქვეყნებს და ტატოს მსოფლიოს მეფეს უწოდებს.

"2021 წელს, როდესაც გრიგალაშვილი რეიტინგის ლიდერი გახდა, ხალხი მაშინვე მასზე ალაპარაკდა. ახლაც, ის 23 წლისაა, თუმცა მან უკვე მოასწრო 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრძოლა და მასტერსის ჩემპიონობა. მან სოფიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა, გააუმჯობესა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალის შედეგი და გახდა წითელი არშიის მფლობელი, შემდეგ კი მისი განსაკუთრებული უნარებით და სტილით მასტერსის ტიტული დაიცვა.

'მსოფლიოს მეფე' - EJU ტატო გრიგალაშვილზე წერს

ტატოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მატიას კასე დაამარცხა

ეჭვგარეშეა, რომ ტატო -81 კგ. წონითი კატეგორიის ლიდერია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბელგიელი, მატიას კასესთვის გვირგვინის მოპარვა მარტივი არ ყოფილა. ეს მართლაც საოცარი იყო, ეს იყო ბრძოლა თითქმის გაორმაგებული დროით, რომელშიც გრიგალაშვილმა შედეგიანი გდება 3 წუთსა და 58 წამში შეასრულა. ეს 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო, რომელიც აუცილებლად ძიუდოს ისტორიაში ჩაიწერება."

გეტყვით იმასაც, რომ ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით 2022 წლის საუკეთესო კაცი სპორტსმენი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი