'შეუძლია ჩვეულებრივი რამ, განსაკუთრებულად აქციოს' - სპალეტი ხვიჩაზე და 'ინტერთან' მატჩზე » სპორტის ხაზი

'შეუძლია ჩვეულებრივი რამ, განსაკუთრებულად აქციოს' - სპალეტი ხვიჩაზე და 'ინტერთან' მატჩზე

'შეუძლია ჩვეულებრივი რამ, განსაკუთრებულად აქციოს' - სპალეტი ხვიჩაზე და 'ინტერთან' მატჩზე
3-01-2023, 22:38
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 4 იანვარს, იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშება განახლდება. სატურნირო ცხრილს ამჟამად ლუჩანო სპალეტის 'ნაპოლი' ლიდერობს, რომელიც ხვალ, 23:45 საათზე ურთიერთობას სტუმრად 'ინტერთან' გაარკვევს.

ნეაპოლელთა თავკაცმა მოახლოებული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"შესვენების დროს, გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გვჭირდებოდა. ეს პერიოდი კარგად გამოვიყენეთ. ასევე შევაფასეთ მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფეხბურთელები და მათი მდგომარეობა და ისინიც, ვინც შვებულებაში გავიდნენ.

ახლა ყველაფერი თავიდან არ იწყება. ვაგრძელებთ იქიდან, სადაც გავჩერდით. ეს საოცარი მოგზაურობა დაწყებულია და მხოლოდ მაშინ დავისვენებთ, როცა გვეცოდინება თუ როგორ დასრულდა ის საბოლოოდ.

კვარაზე: ლობოტკამ და კვარაცხელიამ საკუთარ თავზე კარგად იმუშავეს. იუვე სტაბიასთან მათი პერფორმანსი დამაკმაყოფილებელი იყო. კვარა არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია. მას შეუძლია ჩვეულებრივი რამ, ძალიან განსაკუთრებულად აქციოს. ის ჩვენთვის დამატებითი ღირებულებაა. ახლა ამ ფეხბურთელებისგან მაღალი დონის თამაშს ველოდები.


სკუდეტოს მოგება? ეს აკვიატებული არ მაქვს. ვხედავ, რომ ქალაქში დიდი სიხარული და ფეხბურთის სიყვარული სუფევს. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მოედანზე. ოთხშაბათს დიდ გუნდს დავუპირისპირდებით. ვითამაშებთ სწორედ იმ ფეხბურთს, რომელიც გვახასიათებს და რომელმაც აქამდე ამ წარმატებით მოგვიყვანა.

თუ დიდ სირთულეებს კარგად უმკლავდები, დიდებას იხვეჭ. ჩვენ მთელი ქალაქის სიამაყისთვის და ბედნიერებისთვის უნდა ვითამაშოთ.
ინტერი უმაღლესი დონის კლუბია. მათ მოედნის გაფართოების შესანიშნავი უნარი აქვთ. ეს არის გუნდი, რომელსაც თამაშის ჩაკეტვა შეუძლია, აქვთ შესანიშნავი ტექნიკური თვისებები და გამოირჩევიან ძლიერი ფიზიკური მომზადებით. უნდა ვეცადოთ, რომ ბალანსი შევინარჩუნოთ და თამაში გავაკონტროლოთ.

ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დავინახო, როგორ გიჟდება ნეაპოლი სიხარულისგან. რაღაც დოზით მეც ნეაპოლიტანელი ვარ და როდესაც ვხედავ, როგორ ფეთქდება ქალაქი სიხარულისგან გამოწვეული ემოციით, ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს."
- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ, ნაპოლი სერია A-ს სატურნირო ცხრილს 41 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ 'მილანს' რვა ქულით უსწრებს.

რაც შეეხება 'ინტერს', ინძაგის ბიჭები 30 ქულით მე-5 ადგილზე არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი