'ცხადია, რონალდო და კვარაცხელია განსხვავებული ფეხბურთელები არიან, თუმცა..' - მორატი ხვიჩაზე და 'ინტერთან' მატჩზე » სპორტის ხაზი

'ცხადია, რონალდო და კვარაცხელია განსხვავებული ფეხბურთელები არიან, თუმცა..' - მორატი ხვიჩაზე და 'ინტერთან' მატჩზე

'ცხადია, რონალდო და კვარაცხელია განსხვავებული ფეხბურთელები არიან, თუმცა..' - მორატი ხვიჩაზე და 'ინტერთან' მატჩზე
3-01-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონის გათამაშება ხვალ, 4 იანვარს 'ნაპოლისა' და 'ინტერის' შეხვედრით განახლდება. გათამაშების ლიდერი სტუმრად ინძაგის ბიჭებს დაუპირისპირდება და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცდის ჩაბარებას შეეცდება.

ამ შეხვედრაზე "ნერაძურის" ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ ისაუბრა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია ლეგენდარულ ბრაზილიელ რონალდოს შეადარა.

"ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო ინტერისთვის, რადგან ამ გუნდმა უნდა აჩვენოს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლის გაგრძელება შეუძლია. ზეწოლა ორივე გუნდზე იქნება. აქ გამარჯვება ნერაძურის დიდ სტიმულს მისცემს.

ნაპოლის კი აქვს შანსი, რომ ამ შეხვედრაში ბევრი რამ დაამტკიცოს. სპალეტის შეგირდები ეცდებიან აჩვენონ, რომ იმავე სიძლიერის შენარჩუნება შეუძლიათ, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში ჰქონდათ.

'ცხადია, რონალდო და კვარაცხელია განსხვავებული ფეხბურთელები არიან, თუმცა..' - მორატი ხვიჩაზე და 'ინტერთან' მატჩზე

პარტენოპეი განახლებულ სეზონს პირველი ადგილით ხვდება

კვარაცხელია? მას სერია ა-ზე დაახლოებით იგივე გავლენა ჰქონდა, როგორიც თავის დროზე რონალდოს ინტერში გადმოსვლის მომენტში, თუმცა განსხვავება ის იყო, რომ ბრაზილიელს უკვე კარგად იცნობდნენ და მისგან დიდი მოლოდინიც ჰქონდათ.

ქართველს ვუსურვებ, რომ ისეთივე კარიერა ჰქონოდეს, როგორიც რონალდოს ჰქონდა. შესაძლოა, მისი ნიჭი ნაპოლის ჩემპიონობისთვის მიმდინარე სეზონში გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.

ცხადია, რონალდო და კვარაცხელია განსხვავებული ფეხბურთელები არიან. ხვალინდელი მატჩი პასუხს ბევრ კითხვას გასცემს."
- განაცხადა მორატიმ.

გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული დაპირისპირება ხვალ, 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი